19/02/2026
23:13

"ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელ ელისო კილაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებსა და "ქოლცენტრების საქმეზე" სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე:
"ბრალდების მხარემ, 6-ვე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი. კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმავლის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და შუამდგომლობა დაკმაყოფილდა,"- აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
0
0