
თქვენს მოხსენებას, ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს თუ ვინმე საკანში მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
ზავრადაშვილმა კობახიძეს სამთავრობო გეგმის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნულ რეპლიკასთან მიმართებაში კი განაცხადა, რომ ეს იყო იუმორი.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი მოხსენებისთვის. არ შეიძლება, იუმორის გარეშე ვერ დავასრულებ. თქვენ დღევანდელ მოხსენებას, განსაკუთრებით ბოლო ნაწილს, თავიდან ბოლომდე, ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს თუ ვინმე საკანში მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს“-განაცხადა ზავრადაშვილმა.
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025