
ეთიოპიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დაარბევენ დედაქალაქში მდებარე სასტუმროებს, ბარებსა და გასართობ დაწესებულებებს, სადაც ჰომოსექსუალ წყვილთა აქტივობები დაფიქსირდება.
ადის-აბებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ადმინისტრაციის [სამთავრობო ორგანომ] ბიურომ, განაცხადა, რომ ის გადამწყვეტ ზომებს მიიღებს „იმ ინსტიტუციების წინააღმდეგ, სადაც ხორციელდება ჰომოსექსუალური აქტები“.
დედაქალაქის ხელისუფლების განცხადებით, საზოგადოებისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ ერთ-ერთი საოჯახო სასტუმრო უკვე დაარბიეს.
ხელისუფლება საზოგადოებას სთხოვს, რომ მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით პოლიციას შეატყობინოს და დასძინა, რომ სასტუმროების დარბევა სხვა ადგილებშიც გაგრძელდება.
ეთიოპიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის სქესობრივი ურთიერთობა აკრძალულია, მაგრამ ბოლო დროს ჰომოსექსუალურ აქტებთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ლგბტ პირების დამცველმა ჯგუფმა House of Guramayle-მა განაცხადა, რომ ეთიოპია „ინდივიდებზე [მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე] უპრეცედენტო თავდასხმების მოწმე იყო“.
House of Guramayle-მა ადამიანის უფლებადამცველ ყველა ჯგუფს მოუწოდა, რომ დაგმონ მსგავსი თავდასხმები, ხოლო სოციალურ მედიაპლატფორმებს ძალადობრივი და სიძულვილის ენის შემცველი ვიდეო მასალების გამოქვეყნება აუკრძალა.
0
0