
,ეთიოპიაში, გვალვით და ომით დაზარალებულ ტიგრაის რეგიონში, 2023 წლის ივლისიდან, 225-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვები შიმშილით დაიღუპნენ. თითქმის ყველა გარდაცვალების შემთხვევა (209 ადამიანი) ედგა არბის რაიონში დაფიქსირდა. სხვა რაიონში ასევე შიმშილით დაიღუპა 16 ადამიანი, რომლებიც, სასტიკი ორწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად, იძულებით გადაადგილდნენ,“ - განაცხადეს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.
ტიგრაის ოფიციალურმა პირებმა მანამდე განაცხადეს, რომ ასევე მოსალოდნელია ისეთი მასშტაბის შიმშილობა, როგორიც ეთიოპიაში 80-იანი წლების შუა ხანებში იყო, რომელსაც ასობით ათასი ბავშვი და ზრდასრული ემსხვერპლა. თუმცა ფედერალური მთავრობა უარყოფს, რომ შიმშილობა გარდაუვალია და აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე მუშაობს.
გაეროს მონაცემებით, კონფლიქტების, გვალვისა და წყალდიდობის გამო, ეთიოპიაში 20 მილიონზე მეტ ადამიანს გადაუდებელი სასურსათო დახმარება სჭირდება.
0
0
მოსკოვში შეხვედრა გამორიცხულია - ზელენსკი
21/08/2025