
აზერბაიჯანში ძიუდოისტები ბაქოს გრან სლემის მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ.
ბაქოს გრანდ სლემის 60 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ერთმანეთს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 2023 წლის ჩემპიონი, თელ-ავივის (2023), ანტალიის (2023) და პარიზის (2024) გრანდ სლემის ოქროს მედალოსანი, ფრანგი ლუკა მხეიძე და თბილისის გრანდ სლემის ორგზის (2021, 2022) გამარჯვებული, პარიზის ოლიმპიური საგზურისთვის მებრძოლი თემურ ნოზაძე შეხვდნენ
შეხვედრა ლუკა მხეიძემ იპონით მოიგო და იგი ოქროს მედლისთვის ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რამაზან აბდულაევთან იჭიდავებს.
თემურ ნოზაძე, რომელმაც ნახევარფინალამდე მექსიკელი არათ ხუარესი, აზერბაიჯანელი ტურან ბაირამოვი და ყაზახი დაურენ სიუკენოვი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის უზბელ დოსტონ რუზიევთან იჭიდავებს.
ამავე წონაში ამირან დარბაისელი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა იტალიელ ანდრეა კარლინოსთან.
ნახევარფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა უზბეკი შუქურჯონ ამინოვა, აზერბაიჯანელი ფიდან ალიზადა და თურქმენი მაისა ფარდაევა დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი სერბ მარიცა პერისიჩთან იჭიდავებს.
კრისტა დეგუჩი ოქროს მედლისთვის კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან იჭიდავებს. მან პირველ შეხვედრაში ნინო ლოლაძე დაამარცხა
ამავე წონაში ნინო ლოლაძე კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან დამარცხდა.
66კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილმა ისრაელელ ტალ ფლიკერთან წააგო, გიგი ოტიაშვილმა კი იტალიელ მატეო პირასთან,
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025