
რუსეთის ელჩმა ესტონეთი თებერვლის დასაწყისში უნდა დატოვოს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას უკავშირდება.
ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებაში.
„ესტონეთმა იცის რუსეთის გადაწყვეტილება, შეამციროს მისი დიპლომატიური ყოფნა საქმეთა დროებითი რწმუნებულის დონეზე. ესტონეთი ხელმძღვანელობს რუსეთთან ურთიერთობებში პარიტეტის პრინციპით და ჩვენ ამას დავემორჩილებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ელჩი ტალინში გაემგზავრება 7 თებერვალს რუსეთში ესტონეთის ელჩთან ერთად“ - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნაბიჯები ხელს არ შეუშლის ესტონეთს უკრაინის მხარდაჭერაში.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან რუსეთი გეგმავს ფართომასშტაბიან თავდასხმებს და მოვუწოდებთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებს, გაზარდონ დახმარება უკრაინაში“, - განაცხადა რეინსალუმ.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ლატვია რუსეთის ელჩს ქვეყნის 24 თებერვლამდე დატოვებას სთხოვს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნშნული, რომელშიც განმარტებულია, რომ ამის მიზეზია რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება.
„რუსეთის ელჩმა ლატვია 2023 წლის 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ასევე, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი რუსეთში 24 თებერვლამდე დატოვებს რუსეთს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
0
0