
ნატო არ დაიშლება, დარწმუნებული ვართ, რომ აშშ მოკავშირეებს დაიცავს, ევროპა ამ ეტაპზე მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გასამკლავებლად მზად არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, მე ვენდობი ჩვენს ყველა მოკავშირეს“, – აღნიშნა ჰანო პევკურმა.
მისივე თქმით, აშშ-ს ევროპა სჭირდება თავისი სამხედროებისთვის, ისევე როგორც ევროპას – აშშ, ამიტომ „არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება“.
„50 წელი მშვიდად არასოდეს გადის. არსებობს უთანხმოებები და პრობლემები, რომელთა გადალახვაც საჭიროა“, – განაცხადა პევკურმა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ამ დროისთვის სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის მზად არ არის.
„იქ ვართ, სადაც გვინდა, ვიყოთ? არა. ნატო-ს ყველა წევრმა მეტი უნდა ჩადოს თავდაცვაში“, – განაცხადა პევკურმა.
როგორც პევკურმა აღნიშნა, ნატო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ირანში კონფლიქტის დასრულებაზე. მისივე თქმით, ამან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს საშუალება მისცეს, მეტი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაიტანოს.
„როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, არსებობს შანსი, აშშ-მა მეტი ყურადღება უკრაინაზე გაამახვილოს. ჩვენი რეგიონისთვის ეს მთავარ პრობლემად რჩება“, – აღნიშნა პევკურმა.
0
0