
ესტონეთი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული აგრესიისთვის უკეთ არის მომზადებული, ვიდრე მთლიანად ნატო. აღნიშნული განცხადება ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მინისტრმა არგუმენტებად მოიყვანა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის სისტემა და სარეზერვო ძალების ძლიერი სტრუქტურა, რომლებიც, ჰანო პევკურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეძლებენ მობილიზებას.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში რეგულარულად ტარდება ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები და მუდმივად არიან განთავსებული ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებიც.
ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა შეაფასა აშშ-ის გეგმებიც, რომლებიც ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებას ეხება.
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როდესაც აირჩიეს, ის თავიდანვე აცხადებდა, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნა შემცირდებოდა“, – აღნიშნა პევკურმა.
0
0