
ესტონეთი მზადაა, უკრაინაში მომავალ სამშვიდობო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა ერთი ქვედანაყოფით, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერი ორპოსთან ტალინში შეხვედრის დროს მიხალმა დაადასტურა, რომ ესტონეთი მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი უკრაინაში მომავალ „შეკავების ძალებში“ ერთი ქვედანაყოფით.
ამასთან, მან არ დააზუსტა, კონკრეტულად რამდენი ესტონელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას მომავალ მისიაში.
„სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის წინაპირობა არის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინისთვის, რათა რუსეთმა აღარ იფიქროს აგრესიის გამეორებაზე. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნები შეიტანენ საკუთარ წვლილს“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას.
როგორც ცნობილია, ათმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, ამ მისიაში ჩაერთოს სამხედროების უკრაინაში გაგზავნით.
1ტვ.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025