
ესტონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი აცხადებს, რომ ესტონეთი უკრაინას მხარს დაუჭერს ომში მის გამარჯვებამდე, – ამის შესახებ კრისტენ მიხალმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ესტონეთის მომავალი მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში მის საბოლოო გამარჯვებამდე. იმედი მაქვს, ჩვენი მოკავშირეებიც ასე ფიქრობენ. ჩვენი მტრებისადმი მესიჯი არის ის, რომ ესტონეთი მყარად არის დაცული და კიდევ უფრო გავზრდით ჩვენი (თავდაცვის) ხარჯებს. გეგმის მიხედვით, რომელიც სექტემბრისთვის შემუშავდება, ბალტიისპირეთის 1,4 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მთავრობას შეუძლია 1 მილიარდ ევრომდე გამოყოს ესტონეთისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ეს ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა კირსტენ მიხალმა და პირობა დადო, რომ ყოფილ ადმინისტრაციასთან უკრაინის საკითხის აქტიურად განხილვას გააგრძელებს.
49 წლის კირსტენ მიხალმა პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე კაია კალასი შეცვალა და ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც გახდა.
მიხალი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026