
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის, პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. განკარგულება ძალაში დღეს, 3 მარტს შევიდა.
სანქცირებულებს შორის არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.
უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ მოსამართლეებს: ირაკლი ხუსკივაძეს, თამარ მჭედლიშვილს, ლელა მარიდაშვილს, ლევან ყოლბაიას, დავით მგელიაშვილს, ნანა შამათავას, თეონა ეპიტაშვილს, არსენ კალატოზიშვილს, ლელა კალიჩენკოს, დავით კურტანიძეს, ირმა ტოგონიძეს, გულიკო ყაჟაშვილს, ქეთევან ჯაჭვაძეს, ნინო თარაშვილს, გიორგი გელაშვილს, ნათია გუდაძეს, ნატო ხუჯაძეს, ზვიად შარაძეს, ირაკლი დგებუაძესა და ეკა ბარბაქაძეს; პროკურორებს: ვაჟა თოდუას, შმაგი გობეჯიშვილს, ზვიად გუბელაძეს, ანა მეტრეველს, გიორგი მუკბანიანს, როინ ხინთიბიძეს, თამარ იაკობიძეს, ვლადიმერ თურმანიძეს, ნუგზარ ჩიტაძეს, თორნიკე გოგეშვილს, პაატა ცეცხლაძეს, ზაზა მეტონიძეს, ნინო სახელაშვილს, მალხაზ ოქროპირაშვილსა და ვერა დოლიძეს; პოლიციის თანამშრომლებს გიორგი ჩარექაშვილს, თორნიკე მენაბდეს, სულხან კიკნაძეს, რევაზ წურწუმიას, ზვიად მარგველანს, ზურაბ ჭარიბაშვილს, დავით მარუაშვილის ოთარ გელაშვილს, ნოდარი ზენაიშვილსა და ბერდია ფერაძეს; აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას და დავით ათაბეგაშვილს; ბათუმის პოლიციის უფროსს გოჩა ვანაძეს; საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და ბექა ოდიშარიას; მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
0
0