10/03/2022
18:52
მსოფლიო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიმეტსმა განაცხადა, რომ აკრძალვა გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს.
„ესტონეთი C და D კატეგორიის [ტურისტულ] ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე აღარ გასცემს. აკრძალვა გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ამ რეგიონში ჩვენი შემაკავებელი ზომები იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო, რადგან ვითარება ევროპის უსაფრთხოებაში მკვეთრად შეიცვალა და, ალბათ, ძველ დროს აღარასოდეს დაუბრუნდება. გამონაკლისი იქნებიან მხოლოდ ის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ესტონეთში ოჯახის წევრებთან ან ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზეზების გამო მიდიან“, - აღნიშნა ლიმეტსმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ესტონეთში ჩვეულებრივზე მეტი რუსეთის მოქალაქე შევიდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მესაზღვრეების მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვარი რუსეთის 12 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.
0
0