
ესტონეთი გეგმავს დამოუკიდებლად შეიმუშაოს მექანიზმი დაყადაღებული რუსული ფინანსური აქტივების კიევში გადაცემისათვის, რომელიც უკრაინის აღდგენისთვის იქნება გამიზნული. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ Postimees-ს განუცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებებთან დაკავშირებით გაყინული რუსული აქტივების ოდენობა 17 მილიარდი ევროა, მაგრამ მათი გამოყენების პროცესი კიევის სასარგებლოდ წინ არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაავალეს ევროკომისიას, შეემუშავებინა საკანონმდებლო სქემა.
„ჩვენ მთავრობაში გადავწყვიტეთ, რომ პარალელურად ჩვენ თვითონ დავიწყებთ სამართლებრივი სტრუქტურის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს კიევს, გამოიყენოს [ესტონეთის მიერ გაყინული] ფული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0