
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დიდი ნაბიჯი გადადგა რუსეთისა და ბელარუსის საერთაშორისო სპორტში რეინტეგრაციისკენ, როდესაც მმართველ ორგანოებს ურჩია, რომ ამ ქვეყნების ახალგაზრდულ გუნდებსა და სპორტსმენებს უფლება მისცენ იასპარეზონ საკუთარი დროშითა და ჰიმნით. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული საერთაშორისო სპორტული არხი ESPN-ი ავრცელებს.
„სპორტსმენებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, ჰქონდეთ წვდომა სპორტზე მთელ მსოფლიოში და იასპარეზონ პოლიტიკური ჩარევისა თუ სამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის გარეშე“, - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
რუსეთთან დაკავშირებული განახლებული სტრატეგია დადგინდა ე.წ. ოლიმპიურ სამიტზე - შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, კირსტი კოვენტრი უძღვებოდა და რომელზეც მიწვეული იყვნენ ოლიმპიური ოჯახის ძირითადი დაინტერესებული მხარეები.
„დაინტერესებულ მხარეებს განხორციელებისთვის დრო დასჭირდებათ“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ თითოეულმა მმართველმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განსაზღვროს ახალგაზრდული ღონისძიებები.
0
0