
ესპანეთის პოლიციამ ფოსტაში კიდევ სამი საეჭვო კონვერტი ამოიღო, რომლებიც უკრაინელი დიპლომატებისადმი იყო განკუთვნილი. ამგვარად, საზღვარგარეთ უკრაინის დიპლომატიური ინსტიტუტების მუქარის საერთო რაოდენობამ 21 შემთხვევას მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე განაცხადა, იუწყება სააგენტო Ukrinform.
„ესპანურმა პოლიციამ ფოსტაში სამი კონვერტი ამოიღო, რომლებშიც, სავარაუდოდ, ცხოველების თვალი იყო მოთავსებული. ისინი მიმართული იყო უკრაინის საელჩოსადმი მადრიდში, გენერალურ საკონსულოსადმი ბარსელონაში და საკონსულოსადმი მალაგაში. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ უკვე გვაქვს უკრაინის საელჩოების და 2 ქვეყნის მიმართ მუქარის 21 შემთხვევა“, - წერს სამინისტროს სპიკერი.
ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატების დაშინება და გატეხვა შეუძლებელია.
როგორც ცნობილია, 2 დეკემბერს ესპანეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულომ ბრნოში 2 დეკემბერს მიიღეს სისხლიანი პაკეტები, რომელშიც ცხოველების თვალები იყო მოთავსებული.
0
0