ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქებში მალაგასა და კადიზში მოსახლეობა ქუჩებში გადაჭარბებული ტურიზმის გასაპროტესტებლად გავიდა. მალაგაში, პოლიციის შეფასებით, აქციას 5 500 ადამიანი ესწრებოდა. მათი წუხილის მთავარი მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობის გამო საცხოვრებელ სახლებზე გაზრდილი ფასებია.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მათი ქალაქში ცხოვრება არასტაბილურია და ტურისტული მოდელის შეცვლას ითხოვენ ლოზუნგით „მალაგა არ იყიდება“, „გვსურს ცხოვრება და არა გადარჩენისთვის სიცოცხლე“. კადიზში ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში 3000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ არ ვართ თქვენი სათამაშოები“ ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები ადგილობრივ მერიასთან მივიდნენ. ისინი „ტურისტული ძალადობით „შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ ითხოვენ ზომების მიღებას.
მალაგაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 12 ათასზე მეტი ერთეული უძრავი ქონება, რომლის გაქირავებაც შესაძლებელია ტურისტებზე – ამაზე დიდი მაჩვენებელი მხოლოდ მადრიდსა და ბარსელონაშია. გარდა ამისა, ბევრი ბინა ტურისტებს უკანონოდ ეძლევათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ბინა ტურისტებზე არალეგალურადაა გაქირავებული.
0
0