ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პრინცის უგო ბაგრატიონის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწილიდან გაიცნო.

უგო ესპანეთში ცხოვრობს, მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში და მისი საქმიანიობა ძირითადად რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული ვილების გაყიდვასთან არის დაკავშირებული.
უგოს პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია, ის არ კონტაქტობს ქართულ მედიასთან, თუმცა ადრე ვწერდით, რომ შეყვარებული იყო. მოგვიანებით კი საყვარელ ქალთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა.
ახლახანს, უგო ბაგრატიონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახური შეიცვალა, sothebysrealty აღმოსავლეთ ანდალუზიის რეგიონალური დირექტორი გახდა.

პროფილი იგივეა, პრინცი ისევ მილიონებად ღირებულ სახლებს გაყიდის. "შესაძლებლობები უსასრულოა" - წერს კომენტარებში ქალი, ნეკია ბაგრატიონი, რომელიც სწორედ ის გოგონაა, რომელზეც წლების წინ იყო უგო შეყვარებული და მოგვიანებით მისი ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა.
ქართველმა პრინცმა სოციალურ ქსელში საყვარელი ქალის გამოჩენა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2022 წელს წყვილმა იქორწინა. წყვილმა ქორწილი, ესპანეთში, მარბიელაზე გადაიხადა.


უგო ბაგრატიიონის მშობლების შესახებ...
უგო ბაგრატიონ-მუხრანელთა საგვარეულოს უფროსის, უფლისწულ ხორხე ბაგრატიონისა და მისი მეორე მეუღლის ნურია ლოპესის ვაჟია. რაც შეეხება პატარძალს, ქალი სან ფრანცისკოდან არის და Gulf International Bank-ის ცენტრალიზებულ ციფრულ დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

რა ვიცით, ბაგრატიონის ცოლის შესახებ...
ნეკიას ქალიშვილობის გვარი ლეინია, უყვარს ტენისის თამაში და კითხვა, მუშაობს ბაჰრეინში. ფლობს, ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებს. ქალი, უგოზე 5 წლით უმცროსია.

უგოს და ნეკიას უკვე საერთო ქალიშვილიც ჰყავთ, გეორგინა გაბრიელა.

ნეკია ფეიმინისტია, ის ერთ-ერთ თავის ბლოგში წერს:
- მე ყოველთვის ვპოულობდი ძალას ცოდნის ძიებაში. ბავშვობიდანვე მივხვდი, რომ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებდი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, მაგრამ ვაკონტროლებდი იმას, თუ რა ინფორმაციას ვიღებდი და როგორ მივცემდი საშუალებას, რომ მას ჩემზე, ჩემს აზრებზე და განვითარებაზე გავლენას მოეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო ბევრ მაგალითს ვხედავდი გამძლეობისა და შინაგანი ძალის შესახებ, მე მოვდივარ ოჯახიდან, რომელიც იმდენად იყო დაკავებული გადარჩენით, რომ თავად უნდა მეფიქრა იმაზე თუ რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი.
19 წლიდან 12 ქვეყანაში ვიცხოვრე და ვიმუშავე, ამან საშუალება მომცა შემესისხლხორცებინა გარშემო არსებული მრავალფეროვანი გარემოებები და მიმეღწია წარმატებისთვის. დიდი ნაწილი იმისა, ვინც ვარ და საიდანაც ვიღებ ძალას, ლიტერატურაა. ბავშვობიდანვე ვკითხულობდი. იცი, როგორ არის, როცა ადამიანებს ზოგჯერ პატარა სივრცეშიც გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ?

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვკითხულობდი ყველგან, სადაც შევძლებდი. ვიპოვიდი დიდ მუყაოს ყუთებს, ჩავძვრებოდი შიგნით ფანრით და ვკითხულობდი ჟურნალს, წიგნს, რასაც კი ვშოულობდი. ჩემი დედა, დედინაცვალი და ჩემი და - სამივე თავიანთი გზით წარმოადგენენ სიძლიერის წარმოუდგენელ მაგალითებს მუდმივი წნეხისა და გაურკვევლობის პირობებში, რასაც განიცდიან მარტოხელა დედები, ძალადობის მსხვერპლები, ქალები, რომლებიც მამრობითი სქესის დომინირებული სფეროებში მუშაობენ და ზოგადად ქალები.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025