09/11/2024
19:33
სპორტი
მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს ხელფასი წელიწადში დაახლოებით 36 მილიონ ევროს შეადგენს ბონუსების გათვალისწინებით, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა რამონ ალვარეს დე მონმა.
ესპანეთის ჩემპიონს შეუძლია ფრანგ ფეხბურთელს ასეთი ხელფასი გადაუხადოს იმის წყალობით, რომ გუნდი ზაფხულში სამმა ფეხბურთელმა დატოვა – ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელიც 20 მილიონს გამოიმუშავებდა, ფორვარდმა ხოსელუმ (2 მილიონი) და მცველმა ნაჩო ფერნანდესმა (10 მილიონი). გარდა ამისა, კლუბმა შეძლო ეკონომიის გაკეთება კაპიტან ლუკა მოდრიჩის ხარჯზე, რომელიც ხელფასის ორჯერ შემცირებას დათანხმდა (24-დან 12 მილიონამდე).
25 წლის კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024