
ესპანეთმა უკრაინას გაუგზავნა საჰაერო თავდაცვის 4 სისტემა Hawk-ი. უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, ეს იყო სწრაფი რეაქცია უკრაინის თხოვნაზე საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრის დროს. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ესპანელ კოლეგას, მარგარიტა რობლესს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპისთვის.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო მთავარი საკითხი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრაზე, რომელიც 11 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.
საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის დახმარების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026