ესპანეთის სასამართლომ კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავის, შაკირას, საგადასახადო თაღლითობის საქმეზე გამოძიება შეაჩერა მას შემდეგ, რაც მომღერალი 7,8 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაზე დათანხმდა.
პროკურორებმა საქმე ივლისში გახსნეს. ესპანეთის საგადასახადო ორგანოებში იუწყებიან, რომ პოპ-ვარსკვლავს ოფიციალურ საცხოვრებელ ადგილად ბაჰამის კუნძულები ჰქონდა მითითებული, მაშინ როდესაც რეალურად მეუღლესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობდა და გადასახადებს არ იხდიდა. პროკურორების მტკიცებით, 2018 წელს შაკირამ 14,5 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადს თავი აარიდა. მომღერალს 8 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 1 თვის შემდეგ, მომღერალმა 6,6 მილიონი ევროს ოდენობის ვალი დაფარა.
პროკურორებმა „მტკიცებულებების არქონის“ გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს, რაზეც სასამართლო დათანხმდათ. მიუხედავად იმისა, რომ შაკირას 2018 წლის საგადასახადო დეკლარაციაში „დარღვევები“ დაუფიქსირდა, სასამართლომ თქვა, რომ „არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მომღერლის საქციელში „თაღლითობის განზრახვა“ ვერ აღმოაჩინა.
"დავასრულეთ საგადასახადო ორგანოების მიერ შაკირას წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია და დამტკიცდა, რომ მომღერლის მხრიდან არასოდეს დაფიქსირებულა რაიმე თაღლითური ქცევა,“ - თქვა შაკირას ერთ-ერთმა ადვოკატმა, პაუ მოლინსმა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემი შვილების ინტერესების გამო დავთანხმდი. ასევე მსურს, დავძლიო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტრესით მიღებული ემოციური ზიანი და ვფოკუსირდე კარიერაზე,“ - განაცხადა მომღერალმა.
„ბარსელონას“ ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან დაშორების შემდეგ, 47 წლის შაკირა ამჟამად მაიამიში, ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს.
0
0