
"სეუტასა და მელილიაში მიმდინარე მოვლენები არ არის მხოლოდ ესპანეთის მემარცხენე მთავრობის მიერ საზღვრების კონტროლის შეუძლებლობის შედეგი, არამედ წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და ისრაელის კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანიც ესპანეთის მიერ ამ ქალაქებზე კონტროლის დასრულება და ესპანეთი დასჯაა"- ამის შესახებ ესპანეთში მაროკოდან მიგრანტების უკონტროლო შესვლის გამო შექმნილ რთულ ვითარებაზე პოლიტეკონომისკტი რევაზ კარანაძე წერს.
მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ესპანეთის მიმართ.
„თუ აკვირდებით, რა ხდება ამჟამად ესპანეთის ქალაქებში, სეუტასა და მელილიაში, როგორ შეიჭრა 49 ათასი მიგრანტი მაროკოდან, მაშინ ყურადღებით გაეცანით შემდეგ ინფორმაციას: არსებული მტკიცებით, ეს პროცესი დაგეგმილი იყო ტრამპის ადმინისტრაციისა და ისრაელის მიერ. საუბარია მაიკლ რუბინზე, რომელიც ამერიკის ერთერთი გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, American Enterprise Institute-ის, უფროსი მკვლევარია.
მიმდინარე წლის მარტიდან აღნიშნული ანალიტიკური ცენტრი აქტიურად ლობირებდა ტრამპის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა შეერთებულ შტატებს სეუტა მაროკოს ტერიტორიად ეცნო. ამ მოსაზრების თანახმად, ამის მიზეზი ის არის, რომ მაროკო აბრაამის შეთანხმებების მონაწილეა და პროისრაელურ პოლიტიკას ატარებს, ხოლო ესპანეთი უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ირანთან ომის პერიოდში შეერთებულ შტატებს თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.
ეს არის შეერთებულ შტატებში მოქმედი ცნობილი და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი.
მაიკლ რუბინი წერს: „მაროკოელები უნდა შეიკრიბონ, ბულდოზერებით მივიდნენ საზღვართან, შემდეგ კი უიარაღოდ შევიდნენ სეუტასა და მელილიაში, რათა აღმართონ მაროკოს დროშა. სანჩესი და ესპანური მედია გააპროტესტებენ, თუმცა რეაგირების სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ. ასევე, ნატოსაც არ ექნება ჩარევის საფუძველი, მაშინაც კი, თუ მაროკოს ძალები ამ ქალაქებში შევლენ წესრიგის აღსადგენად და სრუტის გავლით მოსახლეობის გადაყვანის ორგანიზებისთვის. ეს ორი ესპანური ქალაქი არალეგიტიმურ პლაცდარმებს წარმოადგენს და იქ დაახლოებით 170 ათასი ესპანელი ცხოვრობს. ისინი ევროპის უსაფრთხოების სუსტ წერტილებს წარმოადგენენ, რადგან აფრიკელი მიგრანტები რეგულარულად მიაწყდებიან სასაზღვრო ღობეს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით.“
თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება. ფლორიდის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარიო დიას ბალარტმა, რომელიც მარკო რუბიოს ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია:
„კომიტეტი აღნიშნავს შეერთებულ შტატებსა და მაროკოს შორის არსებულ ისტორიულ ალიანსს. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ესპანეთის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ქალაქები, სეუტა და მელილია, მდებარეობს მაროკოს ტერიტორიაზე და კვლავაც წარმოადგენს მაროკოს მრავალწლიანი ტერიტორიული პრეტენზიის საგანს. კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ხელი შეუწყოს მაროკოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიურ ჩართულობას ამ ორი ქალაქის მომავალი სტატუსის საკითხზე.“
ამავე მტკიცებით, American Enterprise Institute უკვე ერთ წელზე მეტია ზეწოლას ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი მიზანი აბრაამის შეთანხმებების გაძლიერება და ესპანეთზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაა.
სეუტასა და მელილიაში მიმდინარე მოვლენები არ არის მხოლოდ ესპანეთის მემარცხენე მთავრობის მიერ საზღვრების კონტროლის შეუძლებლობის შედეგი, არამედ წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და ისრაელის კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანიც ესპანეთის მიერ ამ ქალაქებზე კონტროლის დასრულება და ესპანეთი დასჯაა, რომელმაც აშშ-ს ირანზე შეტევის დროს აშშ-ს ჩაუკეტა საჰერო სივრცე და ასევე, ესპანეთის მთავრობა ღიად ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ პალესტინაში მოწყობილ გენოციდს. ევროკავშირის კი დუმან და ირიბად ეთანხმებიან კიდეც ესპანეთის დასჯასა და ამ საბოტაჟს!"- წერს რევაზ კარანაძე.
0
0