
ესპანეთის მთავრობა, ხელფასების შეცვლის გარეშე, ოფიციალური სამუშაო კვირის 40 საათიდან 37.5 საათამდე შემცირების გეგმებს აგრძელებს. მინისტრთა კაბინეტი გეგმების განსახილველად 7 მაისს შეიკრიბება. შემდეგ ის პარლამენტს გადაეგზავნება, სადაც, ის ხანგრძლივი განხილვის საგანი გახდება.
„ეს ინიციატივა ითვალისწინებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ნაკლებ და გაცილებით პროდუქტიულ და ეკონომიკურად უფრო ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა შრომის მინისტრმა იოლანდა დიასმა.
თუმცა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა კატალონიურმა სეპარატისტულმა პარტია „ჯუნტსმა“ პროტესტი უკვე გამოთქვა, ხოლო დამსაქმებლების მთავარმა ლობისტმა, CEOE-მ, განაცხადა, რომ ეს გაზრდის ესპანური ფირმების ხარჯებს და მათ ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად საშუალო სამუშაო კვირა, პრაქტიკულად და არა ოფიციალურად, 43.9 საათს შეადგენს, თუმცა ის მნიშვნელოვნად განსხვავდება მთელ მსოფლიოში. ქვეყნები, სადაც საშუალოდ ყველაზე ნაკლებსაათიანი სამუშაო განაკვეთია, არის:
იემენი - 25.9
ნიდერლანდები - 26.8
ნორვეგია - 27.1
ავსტრია - 28.4
დანია - 28.8
იემენის გარდა, აღნიშნული ქვეყნები მსოფლიო ბედნიერების უახლეს ანგარიშში პირველ ოცეულშია, ხოლო დანია მეორე ადგილზეა. ქვეყნები, სადაც საშუალოდ ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო განაკვეთია, არის:
ბჰუტანი - 54.5
სუდანი - 50.8
ლესოტო - 50.2
კონგოს რესპუბლიკა - 48.7
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 48.4
0
0