
„ესოშიეთიდ პრესი“ სამართალდამცავი ორგანოების ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია. მედიის ცნობით, თავდამსხმელი 31 წლის კოულ ტომას ალენია კალიფორნიიდან.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მასწავლებელი და ვიდეოთამაშების შემქმნელია. მას ბრალი ედება იარაღთან დაკავშირებულ ორ დანაშაულში, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველზე სასიკვდილო იარაღით თავდასხმაა.
სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ფოიეში იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ გაემართა. მედიის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი „ჰილტონის“ სასტუმროს სტუმარი იყო და ის სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგება. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.
დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
0
0