09/06/2025
10:23

კეროლაინ ლივიტმა ბესენტსა და მასკს შორის უთანხმოებაზე კომენტარი გააკეთა
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ბიზნესმენ ილონ მასკსა და აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს შორის უთანხმოება იყო, თუმცა ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
„თუმცა, მე იქ არ ვყოფილვარ. საკუთარი თვალით არ მინახავს. ინციდენტის შესახებ სხვა პირებისგან შევიტყვე. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ასევე მასკს დაუპირისპირდა, უახლოეს მომავალში მასთან კომუნიკაციას არ აპირებს,’’ - დასძინა ლივიტმა.
Newsweek-ის ინფორმაციით, ილონ მასკსა და სკოტ ბესენტს შორის ინციდენტი 17 აპრილს მოხდა. თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გამოსვლისას, ბესენტმა და მასკმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ბიზნესმენს აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯების $1 ტრილიონით შემცირების შეუსრულებელი დაპირება შეახსენა, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა სტივ ბენონმა განაცხადა, რომ მასკმა ბესენტს ხელი დაარტყა, რასაც ბესენტის საპასუხო მოქმედება მოჰყვა. ინციდენტში რამდენიმე პირი ჩაერია, რომლებმაც ილონ მასკი თეთრი სახლის დასავლეთ ფრთიდან გაიყვანეს.
0
0
კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს
09/06/2025