08/06/2023
11:09
პოლიტიკა
2012-წლამდე რასაც აკეთებდნენ, იმაზე არანაკლები ცოდვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს რასაც აკეთებს. კიდევ კარგი პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის და კიდევ უამრავი ადამიანის ფაქტორია, პოლიტიკიდან გასული ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია იმდენად დიდი ამ ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რომ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის ერთი წერილი გაცილებით ძლიერი, წონიანი აღმოჩნდა, ვიდრე ათასი ფეიკ რეზოლუცია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ დღეს, არიან მშვიდობის გარანტი და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა და კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ადგილებზე არიან, თორემ ამათ რომ შეესრულებინათ, ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, ყოველგვარი გადაჭარბებისა და შეთქმულების თეორიების გარეშე, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0
0