
მომღერალი სტეფანე, მისი ახალი კლიპის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მომღერალი კრიტიკოსებზე წერს, რომ "ესენი თან კი არ გაკრიტიკებენ, გაგინებენ და გლანძღავენ… გეგონება რამე ჰქონდეთ გაკეთებული ცხოვრებაში, კლავიშებზე კაკუნის გარდა.“
„მცირე ჯგუფები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალ ვიდეოზე და სიმღერაზე. ეს დურან დურანია ოღონდ აჩქარებული, ის არის, ეს არის…
ინსპირაციის შესახებ არ სმენიათ არაფერი. ვიდეოში თურმე მარტო რობი ვილიამსი იკეთებს მეიქაფს, ჩემი ინსპირაცია კი გიაზე იყო ენი ლენოქსი…
ხო და
მხატვრობაში რომ ერკვეოდნენ, 21 საუკუნეში რამდენი მხატვარი იყიდება მილიონებად და მათ ხან ვისი გავლენა აქვთ, ხან ვისი… ოფიციალურად
ესენი თან კი არ გაკრიტიკებენ, გაგინებენ და გლანძღავენ… გეგონება რამე ჰქონდეთ გაკეთებული ცხოვრებაში, კლავიშებზე კაკუნის გარდა“,- დაწერა მორიგ პოსტში სტეფანემ.
როგორც ცნობილია, სტეფანეს ახალი სიმღერის - „გაიღიმეს“ პრემიერა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რეალითი-შოუში გაიმართა. გამოხმაურებები კი ამ დრომდე არ წყდება.
სტეფანემ ერთხელ უკვე დაწერა, რომ “ამდენი შეტყობინება არც სხვა ნამუშევრებზე და არც დაბადების დღეებზე არ მიუღია”. კლიპში გია სურამელაშვილი მონაწილეობს, ბექში კი სტეფანეს შვილიც მღერის.
0
0