08/11/2023
09:01
მსოფლიო
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ტელესკოპ „ევკლიდეს“ მიერ გადაღებული პირველი ფოტოები გამოქვეყნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მათზე ნისლეულები, გალაქტიკები და ვარსკვლავთა კლასტერებია აღბეჭდილი.
„ევკლიდეს“ პირველი სატესტო ფოტოები აგვისტოში გამოქვეყნდა.
სააგენტომ „ევკლიდეზე“ მუშაობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა ასეთი ობსერვატორიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაჩნდა. ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე ივლისის დასაწყისში გაიყვანეს. მისი მისია კოსმოსში ბნელი მატერიასა და ბნელი ენერგიის ძიებაა.
ბნელი მატერია არის მატერიის ფორმა, რომელიც გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს. ბნელი მატერია დიდი აფეთქების პირველივე წამს წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, დაკვირვებადი სამყაროს 27% სწორედ ბნელი მატერიისგან შედგება.
0
0