
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, გამოეხმაურა უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გამოგზავნის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.
„ჩემი აზრით, ეს ზელენსკის არ უნდა გაეკეთებინა. არ მინდა, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მირჩევნია, სადმე უცხოეთში გაუშვან/ პირადად ასე მინდა, მაგრამ „აწამებენ“, „რუსეთის დავალებით კლავენ“, ეს სიმართლე არაა. არავინ აწამებს რეალურად, ციხეში ცუდად არის, მაგრამ ვის რაში აწყობს წამება და მოწამვლა? იმ ადამიანთან [ელჩთან], რომელიც იქ დარჩა, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იქ იყო, ამდენი ხანი იქ დარჩა, სწორი არ იყო. კიდევ რაღაცებს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა, უკრაინას ყველანაირად მხარს ვუჭერ და სჯობს გავჩუმდეთ, რაღაცები მოვითმინოთ, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, რომ არაფერი ვთქვათ. ქართველი პოლიტიკოსებიც სჯობს გაჩუმდნენ, მოითმინონ, რადგან უკრაინელები ჩვენს საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.
0
0