19/01/2025
23:44
პოლიტიკა
„იმედის კვირასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, კომენტარი გააკეთა რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ, დასასანქცირებელ პირთა სიაზე, რომელიც თითქოსდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს ანონიმურმა პერსონამ გაუგზავნა.
ინტერვიუს დროს რუხაძემ სტატიის დაწერის სავარაუდო მიზნებზე ისაუბრა.
„სანქციები ასე არ მუშაობს, ეს ხალხი ყველა რომ დაასანქცირონ, ეს კომპანიები მაინც ვერ გაჩერდება ყველა. მარტო ჩემს კომპანიაში მუშაობს ათობით ათასი ადამიანი. ვიცი, იქ ვინც არიან, ყველა მსხვილი დამსაქმებელია. ამას დაამატეთ ორი მარეგულირებელი. მგონი, სულ სამი მარეგულირებელი გვყავს ქვეყანაში, ანუ მათი ჭკუით, „ტელეკომი“ უნდა ჩამოაქციონ და საბანკო სისტემა. ანუ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას იმიჯი, რომ ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, მოვიდა ან ახლოვდება, ან იქნება, რომ ეგებ ხალხს მოლოდინი გაუჩინონ ცუდის და მერე ამ მოლოდინზე რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, ეს იგივე ხალხია, ვინც დარბოდა და უნდოდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი.
"ეს იგივე ხალხია, ვინც დარბოდა და უნდოდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსიგაეუქმებინათ უვიზო რეჟიმი, ქვეყანა დამისანქცირეთო - „რაც მეტ დარტყმას მივაყენებ ჩემს ქვეყანას კარგია!“, „კანდიდატობა მომეცი მაინც? - ცუდი იყო; უვიზო რეჟიმი არ გამიუქმე? -ცუდად მოიქეცი. ახლა მოდი რა დამასანქცირე!“.
დარწმუნებული ვარ, ახლა დარბის ხალხი ამერიკის, ევროპის ძალაუფლების კორიდორებში და ცდილობენ, საქართველო მართლა დაასანქცირონ" - აცხადებს რუხაძე.
0
0