08/01/2025
00:17
მსოფლიო
უნგრული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტალ როგანი შეერთებული შტატების „მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს.
სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დაზვერვის მდივნის მოადგილის, ბრედლი სმიტის განცხადების თანახმად:
„კორუფცია ძირს უთხრის ქვეყნის ინსტიტუტებს და ზღუდავს მის ეკონომიკურ განვითარებას. ამავდროულად, მოკლევადიან პერსპექტივაში მას თანამდებობის პირთათვის მოაქვს სარგებლობა და მომავალ თაობებს ართმევს გრძელვადიან სარგებელს. შეერთებული შტატები უყოყმანოდ დევნის ისე ადამიანებს, როგორიცაა როგანი. ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას საკუთარი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ხარჯზე საკუთარი თავის და მეგობრების გასამდიდრებლად იყენებენ".
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორუფცია არაფერ შუაშია და ეს ყველაფერი შეერთებული შტატების წარმავალი ელჩის, დევიდ პრესმანის წვრილმანი შურისძიებაა. მათი რწმენით, სანქცია რამდენიმე კვირის შემდეგ გააუქმებს შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება.
ეს არის შეერთებული შტატების წარუმატებელი ადმინისტრაციის მიერ უნგრეთში გაგზავნილი ელჩის პირადი შურისძიება. „რა კარგია, რომ რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მეგობრად აღიქვამენ და არა მტრად“- დაწერა თავის ფეისბუქში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიატრომ.
შეერთებული შტატების ელჩი უნგრეთში, დევიდ პრესმანი, ღია გეია. მისი უნგრეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა პირველი დღეებიდანვე დაძაბული იყო.
„ბატონი პრესმანი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ღირსეული ელჩია, ვინც უნგრეთის მიწაზე საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლად დადგა ფეხი... სისულელეებს ლაპარაკობს და ამას აგრესიულად აკეთებს", - ამბობდა მასზე უნგრეთის პარლამენტის სპიკერი ლასლო კიოვერი.
0
0