16/04/2025
19:03

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტი არა მხოლოდ გაცნობითი სახით იყო მნიშვნელოვანი, არამედ კონტექსტური და შინაარსობრივი დატვირთვითაც მნიშვნელოვანი იყო.
მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოლიტიკური ნება, რომ გაგრძელდეს მუშაობა იმ პროექტებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
"მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი არა მხოლოდ გაცნობითი ხასიათით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედროდა აზერბაიჯანის ყველა პირველ პირს, არამედ კონტექსტური, შინაარსობრივი დატვირთვით - კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა პოლიტიკური ნება საქართველოსი, რომ გააგრძელოს მუშაობა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის არსებითად განმსაზღვრელია სამომავლო წინსვლისა და წარმატებისთვის", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025