
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, რომის პაპი ფრანცისკე გააკრიტიკა. მისი თქმით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინება, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნაა.
„ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს გარყვნილებაა. ეთნიკური ჯგუფები ერთი ოჯახია. 1990-იან წლებში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა ამტკიცებენ, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხები“, - განაცხადა ზახაროვამ.
რომის პაპს ფრანცისკეს იეზუიტურ ჟურნალ America-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰკითხეს, იკავებდა თუ არა თავს ომის გამო რუსეთის პირდაპირი დაგმობისგან. საპასუხოდ რომის პაპმა თქვა, რომ ის "ბევრ ინფორმაციას ფლობს ჯარისკაცების სისასტიკის შესახებ".
"ყველაზე სასტიკი ჯარისკაცები, ძირითადად, ჩეჩნები და ბურიატები არიან,“ - განაცხადა პაპმა.
მან ასევე 1930-იან წლებში, უკრაინაში, კრემლის მიერ გამოწვეულ ჰოლოდომორს [ მასობრივი შიმშილობა] გენოციდი უწოდა.
ცნობისთვის, ჩეჩნები, ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ჩეჩნეთში წარმოიშვა, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები (ძირითადად) მუსლიმები არიან. ბურიატები, მონღოლური ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ბურიატიაში, აღმოსავლეთ ციმბირში, ცხოვრობენ, ტრადიციულად ბუდიზმისა და შამანიზმის მიმდევრები არიან. მრავალი რესპუბლიკა, განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფით, რუსეთის დაქვემდებარებაშია, უმარვლესობის რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025