
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის სრულად დაპყრობა და ევროპის იმ ნაწილის დაბრუნება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.
„არა, ეს ტყუილი და პროპაგანდაა. Reuters-ი ღიად უწევს პოპულარიზაციას ომის მომხრეების დღის წესრიგს, რომელთა მიზანია, შეაფერხონ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობები ომის დასრულების მიმართულებით, რამაც უკვე გამოიწვია მილიონზე მეტი მსხვერპლი ორივე მხრიდან.
სახიფათოა, რომ თქვენ ამ ცრუ ნარატივს ავრცელებთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დასაბლოკად და ხალხში ისტერიასა და შიშს აღვივებთ, რათა მათ ომის ესკალაციას დაუჭირონ მხარი. სწორედ ეს სურს რეალურად ნატოს და ევროკავშირს, რათა შეერთებული შტატების სამხედროები რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაითრიონ.
სიმართლე ისაა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა პოლიტიკოსებს (მათ შორის დაზვერვის საკითხებში წარმომადგენელთა პალატის მუდმივი შერჩევითი კომიტეტის დემოკრატ წევრს, რომლის ციტირებასაც Reuters-ი ახდენს) აცნობა, რომ აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ნატოსთან უფრო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილებას ცდილობს. დაზვერვის შეფასებით, ბოლო რამდენიმე წელია, ბრძოლის ველზე რუსეთის შედეგები მიუთითებს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გაბარდმა.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025