03/08/2024
23:26
პოლიტიკა
,,ეს თაღლითობა რამდენიმე დღეა დაიწყეს, რომ არჩევნებმდე დარჩენილი სამი თვე პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის ირგვლივ ატრიალონ" - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა
,,სააკაშვილის თემაზე მორიგ წინასაარჩევნო ხრიკს მიმართავს ივანიშვილი და მისი ოცნება ერთადერთი მიზნით: შიშები დანერგოს, რომ თითქოს სააკაშვილს უშვებენ და ნაცმოძრაობა ბრუნდება.
ეს თაღლითობა რამდენიმე დღეა დაიწყეს, რომ არჩევნებმდე დარჩენილი სამი თვე პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის ირგვლივ ატრიალონ. ამიტომ გაითამაშეს მოსამართლის ცვლილება და თითქოსდა ახალი პატიმრობა. როგორ გგონიათ რატომ შეიცვალა მოსამართლე? საქმის ხელახალი განხილვის და აქტუალიზაციისთვის. გაახშირებენ სააკაშვილის პროცესებსაც და ოცნების კომენტარებსაც ამ თემაზე. მრავლად იხილავთ ასევე სააკაშვილის მავნებლურ კომენტარებს არჩევნებზე, რომელიც ოცნების პროპაგანდის მთავარი წყარო იქნება.
სინამდვილეში ოცნება დამარცხებულია, ნაცმოძრაობა დასუსტებული. არც მხოლოდ ორი არჩევანია, როგორც ამის წარმოჩენას ოცნება ცდილობს იმიტომ, რომ ასე აწყობს." - თქვა მეზვრიშვილმა
0
0