22/12/2024
19:37
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლოდ დამონტაჟებულ სცენაზე ავიდა იქ მდგომ ადამინებს მიმართა.
სცენაზე კონცერტი უნდა გამარტულიყო და მოსახლეობა იყო შეკრებილი.
ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არავის აქვს უფლება, რომ სცენა დააპატიმრონ.
სალომე ზურაბიშვილის დაცვა, ცდილობდა თბილისის მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სცენიდან გაყვანას.
„მადლობა მინდა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.
0
0