28/11/2024
18:02
სამართალი
ეს სასამართლო არ არის, ეს უბრალოდ შოუა, ეს უბრალოდ კომედიაა , - ასე შეაფასა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლემ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქმრის აზერბაიჯანში ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
სევინჯ სადიგოვა აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო დაკვეთა და ბრძანება, რაც დღეს შესრულდა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია და მისი მეუღლისთვის პატიმრობა პირველი არ არის, ის აზერბაიჯანში ბევრჯერ დააკავეს „დიქტატორი ალიევის ბრძანებით”.
“კანონის ფარგლებში არაფერს არ ველოდი, ვინაიდან, ვიცოდი, რომ ისინი დაკვეთას მიიღებდნენ. დღეს აქ მხოლოდ ბრძანებებს ვხედავდი.
უბრალოდ რისთვის აჭიანურებდნენ ასე სასამართლოს? ვინაიდან, უნდათ აჩვენონ, თითქოს კანონის ფარგლებში მუშაობენ. მაგრამ მინდა მთელს მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ისინი არაფერს არ აკეთებდნენ კანონის ფარგლებში.
ილჰამ ალიევმა რა აჩვენა? რომ გაგზავნა ივანიშვილი, ივანიშვილმა თავისი ბრძანება მისცა სასამართლოს, რომ თავისი კანონები და თავისი ღირსება გაეყიდა. სხვას არც ველოდი…
გეგმა არ მაქვს. მინდა, რომ ჩემი ქმარი გამოუშვან, თავისუფლება მისცენ, ჯანმრთელი იყოს. ის შიმშილობს, რადგან ისინი უკანონოდ [მოქმედებენ]. თუ სახელმწიფოს მეთაური ადგენს კანონს, მაშინ სახელმწიფო უკვე გაანადგურეს. თუ მოსამართლე დაკვეთას იღებს, მაშინ ეს სასამართლო არ არის, ეს უბრალოდ შოუა, ეს უბრალოდ კომედიაა.
არაფერს არ ველოდი. ვიცოდი, რომ კი, იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან, ალიევმა უკვე დიდი ხნის წინ მისცა ბრძანება. მას უნდა, რომ აფგანის ექსტრადიცია მოხდეს. ის ხომ პირველად არ დააკავეს. აზერბაიჯანმა ის რამდენჯერ დააკავა, გაიტაცა, სარდაფში ამყოფა, დენი დაარტყა. ამას პოლიციელები აკეთებდნენ.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია და აფგანისთვის ეს პირველად არ ხდება. აზერბაიჯანში ის ბევრჯერ დააკავეს დიქტატორი ალიევის ბრძანებით. და აქ ეს გრძელდება. და აქ სასამართლო დაკვეთას იღებს და ესაა სულ.
კანონი რასაც ამბობს, იმას გავაკეთებთ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ აქ კანონი არ მუშაობს, მაგრამ კი, ევროპულ სასამართლოში წავალთ. საქართველოში ისინი კანონიერს არაფერს აკეთებდნენ,” - განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგად სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ
0
0