
ძალიან საინტერესოა მიუღებელი, შეურაცხმყოფელი კადრი, რომელიც დღეს დადეს და აერთიანებს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მთავარი შეურაცხყოფა , - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე მსვლელობისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხალხი ერთობისთვისაა ქუჩაში გამოსული.
კითხვაზე, თუ რატომ მიეცათ ოპოზიციის წარმომადგენლებს სცენისთვის საჭირო აპარატურის შეტანის უფლება, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "ქართული ოცნება" თავისი ხასიათის მიხედვით იქცევა".
"რაღაცას შეუშვებენ თუ არ შეუშვებენ, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი აქაა და ხალხი შევა, რადგან რუსთაველი არის ხალხის და ხალხი იქნება რუსთაველზე...
არ შეჩერებულა ეს ცხოვრება, არის როცა ხანგრძლივია ეს პროტესტი, ცხადია, არია მომენტები როცა მეტია, ან ნაკლები, გვახსოვს, შარშან 26 მაისი, შარშან 31 მარტი.
დღეს უკვე, ეს ეროვნული ენერგია მათ დაშლილობას ეჯახება, რადგან დღეს ეს რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ და ეს ენერგია ამაში დაგვეხმარება", -განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
26/05/2026
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უკვე შედგა
26/05/2026