
"ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა მათ დააორგანიზეს:
“ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია), ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.
ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს, მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, წერს შოთა მარტინენკო.
გუშინ ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ამერიკული კუთხე ფუნქციონირებს, საპროტექსტო აქციის მონაწილეებმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა.
0
0