27/05/2022
14:11
პოლიტიკა
ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
აღნიშნული განცხადებით სამხარაძე „ლელოს“ დეპუტატს, დავით უსუფაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არაევროპული ცხოვრების სტილს ამკვიდრებს“.
„გუშინწინ, ამ დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები დაინიშნა, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, საგნობრივად გვესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი მოსაზრებები არ ჰქონდათ სიღრმისეული დისკუსიისთვის და საბოლოო ჯამში, როგორც ერთ ცნობილ ქართულ კინოფილმში „ფეოლაში“ ერთი ცნობილი სცენა არის - ბავშვები 14-ით ნულს წააგებენ, ასეთი გალახული ბავშვებივით დატოვეს დარბაზი. ეს ტრიბუნა მსურს საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოვყენო, თუმცა, ბატონ დავითს(უსუფაშვილს) მინდა ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩვენების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს, ამას არ იმსახურებს. კიდევ იცით რას არ იმსაუხრებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს, არც ამას არ იმსახურებს და თქვენს ლიდერს, ამასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ბევრი, თორემ კიდევ ბევრ რამეს გეტყვით, რას არ იმსახურებს, თქვენი სახით“, - განაცხადა სამხარაძემ.
0
0