15/09/2024
11:56
სპორტი
ეს ქართველები მართლაც დაუფასებლები არიან და დიდწილად უცნობი ხალხი - წერს ირლანდიელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი კონორ ენტონ მაკგრეგორი საკუთარ სოციალურ ქსელში.
“ეს ქართველები მართლაც დაუფასებლები არიან და დიდწილად უცნობი ხალხი, მაგრამ ბევრი წარმოუდგენელი მოჭიდავე და გრეპლერი სწორედ აქედან მოდის. რა თქმა უნდა, კარგი მოჭიდავეები. ეს ბიჭი მერაბი დიდი პატარა მებრძოლია!” - წერს მაკგრეგორი საკუთარ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღს მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, მერაბი მეტოქეს მიწაზე აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ქართველს მიანიჭეს.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024