
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მიერ ნოდარ ყარალაშვილის მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"ეს ნაძირალა მრეცხავი ვარდო, ნახეთ სამშობლოდ გვიცხადებს თავს"- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დავით მათიკაშვილმა განაცხადა: "მინდა ყველას შევახსენო, რაც ისედაც საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსშია, თუკი ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის, ხალხის ნების, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს". მათიკაშვილმა ეს განცხადება უკრაინაში მებრძოლი, ნოდარ ყარალაშვილის მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოს საპასუხოდ გააკეთა. ყარალაშვილი ტანკების საშუალებით "საქართველოში შემოსვლით იმუქრებოდა”.
0
0