
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
ანალოგიური შინაარსის განცხადება ახალაიამ დღევანდელ პროცესზეც გააკეთა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის ადვოკატის, ანი ნადარეიშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას განცხადებები, ბრალდებულის სკამზე მყოფი პოლიტპატიმრის მოსაზრებაა.
"ეს მოწოდება არ იყო, ეს იყო ბრალდებულის სკამიდან, პოლიტიკური პატიმრის ნათქვამი, თავის მოსაზრება. დღეს მოსამართლეს აუხსნა ბაჩომ თუ რას გულისხმობდა, რატომ გულისხმობდა და რატომ იყო ეს მისი უფლება, რომ ასეთი პოზიცია და ასეთი აზრი ჰქონოდა, მას, როგორც მოქალაქეს", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
0
0