-share.jpg)
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი, ილონ მასკი პლატფორმა X-ზე მარკ ცუკერბერგის საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„ეს მაგარია!" - წერს ილონ მასკი X-ზე და აზიარებს ფოტოს, რომელზედაც მარკ ცუკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) აღმასრულებელ დირექტორთან, პრეზიდენტთან დეინა უაითთან ერთადაა და რომელსაც წამძღვარებული აქვს წარწერა:
„ფეისბუკი უარს ამბობს ფაქტების შემოწმებისას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე. მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ მოდერატორები „ზედმეტად პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“ და საზოგადოებას ჰპირდება X-ის მსგავს სისტემას".
„ჩვენ ჩვენს საწყისებს დავუბრუნდებით და შეცდომების შემცირებაზე, პოლიტიკის გამარტივებასა და ჩვენს პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების აღდგენაზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - ციტირებს Fox News-ი კომპანია Meta-ს გენერალურ დირექტორს მარკ ცუკერბერგს.
0
0