-share.jpg)
,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
,,გარდიანი, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირს აქვს დილემა.
1. თუ სტატუსს მისცემს რეჟიმს, ეს რეჟიმის ანტიდემოკრატიული, პუტინისტური გეზის ლეგიტიმაცია იქნება და რეჟიმს გააძლიერებს.
2. თუ უარს ეტყვის – შიშობენ, რომ ვითარება კონტროლიდან გავა.
მეორე შიში თავიდან ბოლომდე ოპოზიციის (უფრო ზუსტად სააკაშვილ/კეზერაშვილის და მათი მარიონეტების) დამსახურებაა.
ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ ალტერნატიული, დემოკრატიული დღის წესრიგის შექმნას მის სივრცეში თავისუფალი კონკურენციის გზით.
ოლიგარქიული და მესიანისტური დღის წესრიგი და საეჭვო ფულით დაფინანსებული, ჩრდილიდან მართული ჯუჯალარების პოლიტიკა ევროპული და ევროპელებისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის.
ან პარტიები მომავლის სისტემურ ხედვას შექმნიან, პარტიული ოპო მედიების კარი გაიხსნება ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგისთვის და თავისუფალი კონკურენციისთვის, (მათ შორის მათთვის ვინც 24 საათი გაგინებთ – პრინციპის საკითხია და თქვენი გოიმური წესრიგი უნდა ჩამოინგრეს), ან 2024 შიც რუსული რეჟიმი დარჩება.
ეს კარგად დაიმახსოვრეთ, 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს ამოვწევ.
p.s. ჩემი აზრით სტატუსს არ მისცემენ, უბრალოდ გაჭრილ უარს არ იტყვიან, რომ ოპტიმიზმის სივრცე დატოვონ. (ახლა მგონია, რომ ასე დგას საკითხი და მერე რა იქნება, არ ვიცი).” - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0