
ტაბულას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და ე.წ. აგენტების შესახებ კანონის რეინიცირებას ეხმაურება:
რაღაც პუნქტები ვნახე, კანონი რუსული იმიტოა, რომ ევროკავშირს მტრად აცხადებსო.
ევროკავშირის მტრად გამოცხადება არის მეასეხარისხოვანი!
ამ კანონის რუსულობა იმაშია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს:
თავისუფალ მედიას;
თავისუფალ სასამართლოს;
გაწონასწორებულ, დემოკრატიულ სისტემას;
ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენას;
ქართული ოჯახების გაძლიერებას,
ანუ ყველაფერს რაც ქართულია, რაც ეროვნულია, რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე, რისთვისაც შვრებოდა ვაჟა ფშაველა, რასაც შეეწირა 20 ათასი რეპრესირებული ევროპელი ქართველი, რის გამოც გადაასახლეს 100 და დააპატიმრეს 80 ათასი
საუკეთესო ქართველი.
აი ამ ყველაფერს აცხადებს უცხო ინტერესების სამსახურად.
ეს კანონი ილია ჭავჭავაძეს აცხადებს აგენტად და მის მემკვიდრეობას - უცხო ქვეყნის სამსახურად.
ამიტომაა რუსული და არა იმიტომ, რომ "რუსეთშიც ასეთი კანონია".
P.S. ამიტომ არ დაემორჩილება ამ კანონს არცერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია და დარეგისტრირდებიან ნონ პროფიტებად ამერიკაში.
გვიყარონ ამ რუსის გაგდებულმა ღორებმა კაკალი.
0
0