17/04/2024
17:31
პოლიტიკა
საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს აქ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება." - ასე ფასებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს.
ეს არის ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ევროკომისიამ მოიწონა მკაცრი სტანდარტების კანონპროექტი და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით.
საპარლამენტო განხილვებმა დაადასტურა, რომ იყო ეს იყო ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18 პროცენტი მათი ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე, მათი დიდი ნაწილი თავს იკავებს ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა, როცა ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს, ამის საზოგადოებისთვის თქმა, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამაზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0