19/12/2024
22:07
საზოგადოება
„ეს იყო ყველაზე არაქართული, ჩვენი იდენტობის ძირგამომთხრელი ბანერი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ სტუმარ-მასპინძლობას“- ასე გამოეხმაურა რადიო “სივრცის” ეთერში ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე “სტუმარ- მასპინძლობის სფეროს” წარმომადგენელთა მარშზე გამოფენილ ბანერს -„ცეცხლი ჭამეთ“.
„განსაკუთრებულად თვალში მომხვდა, ბანერი ე.წ. სტუმარ-მასპინძლების სფეროს წარმომადგენლების მარშზე წარწერით -„ცეცხლი ჭამეთ“. რა არის ჩვენი სამშობლო, ეს ხომ არ არის მხოლოდ ტერიტორიები, ეს არიან ადამიანები და ადამიანური ურთიერთობები, რაც დგას გარკვეულ ფასეულობათა სისტემაზე, რაც გვაერთიანებს. ქართველებისთვის გამორჩეული ფასეულობა და საყრდენია სტუმარ-მასპინძლობა. ეს გამოიხატება ჩვენს ლიტერატურაში, სულიერებაში. ამიტომ, განსაკუთრებულად მომხვდა თვალში. ეს ბანერი, სრულიად დაპირისპირებულია ჩვენი იდენტობის ძალიან მნიშვნელოვან გამოხატულებასთან- სტუმართმოყვარეობასთან. ეს არის ყველაზე არაქართული, ქართული იდენტობის ძირგამომთხრელი ბანერი. სხვაზე შეიძლება გაიცინო, ან გეწყინოს, მაგრამ ამ ბანერმა შემძრა.“ - განაცხადა რუსუდან გორგილაძემ.
0
0