22/01/2025
20:08
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბათუმის „შერატონში“ მომხდარი წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით განხორციელებული თავდასხმა იყო, რომლის დამკვეთიც ბიძინა ივანიშვილია.
„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები.
რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემ ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე თავდასხმის დამკვეთთან.
რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“ - ნათქვამია გახარიას განცხადებაში.
0
0