-share.jpg)
პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს იყო რუსული რაკეტები!"
ზელენსკის განცხადება:
'რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რუსეთის ტერორი უფრო შორს წავა, ეს დროის საკითხია.
რაც უფრო დიდხანს განიცდის რუსეთი დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე ემუქრება ყველას, ვინც შეძლებს რუსული რაკეტების მიღებას.
დარტყმა განახორციელა ნატო-ს ტერიტორიაზე. ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.
ახლა კი მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს პოლონელ ძმებსა და დებს: უკრაინა ყოველთვის დაგიჭერთ მხარს! ტერორი ვერ გატეხს თავისუფალ ადამიანებს!
რუსეთი ეწინააღმდეგება მშვიდობას. რუსეთი გვატერორებს ჩვენ და ყველას, ვისაც მიწვდება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის შესაჩერებლად!", განაცხადა ზელენსკიმ.
0
0