
ეს იყო მისი მდარე იუმორი, რომელმაც სრულიად მედია ააწრიალა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ შეკრების შესახებ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტში იუმორის დღე გამოაცხადა.
„ირაკლი კობახიძე ხუმრობს. დღეს მამუკა მდინარაძემ გვითხრა, რომ იუმორის დღე იყო პარლამენტში. ხუმრობის ხასიათზეა „ქართული ოცნება“. ძალიან კი უნდა ირაკლი კობახიძეს, რომ მეფედ გამოაცხადოს თავი, მაგრამ არ გამოუვა ეგ ამბავი, გვარიშვილობაც უნდა უწყობდეს ხელს წესით მეფედ წარდგენას. თუ მივუშვით და თავი რომ მეფედ გამოაცხადოს, მაშინ შეიძლება აქამდეც მივიდეთ, მაგრამ არა მგონია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
0
0